საპარლამენტო ოპოზიცია დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რათა პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს.
დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხვალისთვის, 11 აპრილისთვის ითხოვენ, რომლის ერთადერთი განსახილველი საკითხიც მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა იქნება.
ხათუნა სამნიძე კი სოციალურ ქსელში დეტალებს აზუსტებს:
ყველა შეკითხვას რომ ვუპასუხოთ:
ეს არის რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის გაგზავნილი წერილი პრეზიდენტთან იმისთვის, რომ შევქმნათ ანუ კენჭი ვუყაროთ საგამოძიებო კომისიის შექმნას სასამართლოზე (წინა და დღევანდელი ხელისუფლების დროს არსებულ ვითარებაზე).
აქ არის 46 ხელმოწერა (საჭიროა 38). ზოგმა უბრალოდ ვერ მოასწრო, მაგრამ ყველა უერთდება (ევროსოცების ანუ ინჯიას გარდა) ამ მოთხივნას.
კენჭისყრაზე გვჭირდება 50 ხმა, რაც ოპოზიციას აქვს, ყველა პოლიტჯგუფი და ფრაქცია ხმას აძლევს კომისიის შექმნას!
რატომ არ/ვერ გავაკეთეთ აქამდე იგივიმე მაგალითად 5-6 ივლისის შემსწავლელი საგამოძიებოს დარეგისტრირებისას?
ბოიკოტები და ოპოზიციის ხშირად არასათანადო მობილიზება ან აზრთა სხვადასხვაობა იყო მიზეზი, რატომაც არ გაგვქონდა კენჭისყრაზე, რომ არ ჩავარდნილიყო.
კომენტარები