ნაზი ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში მოსამართლეებს მიმართავს:
„მივმართავ მოსამართლეებს,
თქვენ არ გჭირდებათ პოლიტიკური თანამდებობის პირების მხარდაჭერა, თქვენ გჭირდებათ ხალხის ნდობა, რომლის მოპოვების უნიკალური შანსი ახლაა.
გთხოვთ, როგორც ერთი ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს სისტემას, ნუ წამოეგებით ამ პოლიტიკურ განცხადებებზე და შეხვედრებზე, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ დაინახოთ თითქოს როგორი დიდია მმართველი პარტიის მხარდაჭერა საქართველოს მოსამართლეებისადმი.
გთხოვთ, ხალხის და თქვენი, როგორც მოსამართლის დამოუკიდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე გამოიტანეთ დასკვნები.
ახლა 2023 წელია და ჩვენ ყველა ერთად ველოდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ამაში თქვენი წვლილი უმნიშვნელოვანესი იქნება, თუ მხარს დაუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და არა ინდივიდებს.“
კომენტარები