ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,მთელი საფრენდეთი თბილისის სხვადასხვა კუთხიდან ფოტოებს დებს, საცობშია გაჭედილი. რა გიკვირთ და რატომ გიკვირთ? თქვა იმ კალა კაცმა გასაგებად, ცხოვრება ჯოჯოხეთად უნდა გიქციოთო და გააპროტესტა ვინმემ? უთხრა ვინმემ დაახვიე ახლა აქედანო? ზის, ხაზავს თავისთვის რაღაცეებს, აკეთებს ფულს და კაციშვილი არ ვეკითხებით, რა უნდა, ვის დაეკარგა, რატომ გადაგვეკიდა. ამ დღეებში ვკითხულობდი პარიზში რეფერენდუმი ჩაატარეს და ელექტროსკუტერები აკრძალესო. უმრავლესობამ თქვა არ გვინდაო. რეფერენდუმიო ხალხო, სკუტერების თემაზე. მსოფლიოში ვერ მეტყვით თვითმმართველ ქალაქს, სადაც მერს ასე ფეხებზე ეკიდოს ხალხის აზრი, არცერთ გადაწყვეტილებას არ უთანხმებდეს და პირიქით, ამაყობდეს იმით რომ აწამებს ათასობით ადამიანს. ხოდა ვისხდეთ საცობებში. ახია ჩვენზე. გასდის და აკეთებს.”
კომენტარები