„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლაძე, რომლისა და ლევან ხაბეიშვილის პოლონეთში ვიზიტი განსახილველი თემა გახდა, განმარტავს:
„ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მხარის მოწვევით დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ.
ვიზიტი მთავარი თემები:
პოლიტიკური პატიმრები, 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულების პროცესი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება არის.
დღეს და ხვალ ამ საკითხებზე ვხვდებით ევროპარლამენტარებს.
ხვალ და ზეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გვაქვს ისევ ამ თემებზე.
ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის ზეგ როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაჯილდოვდება კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდოთი და ამ ჯილდოს მიშას სახელით აიღებს თანამედროვეობის უდიდესი ადამიანი.
პარლამენტში აუნაზღაურებადი მივლინება გვაქვს გაფორმებული. ანუ სისტემაში ეგ ჩანს.
მივლინება 10/13 აპრილის ჩათვლით არის.
საგამოძიებო კომისიის შექმნაზე თანხმობა განვაცხადე მაგრამ თარიღზე ინფორმირებული ნამდვილად არ ვიყავით – ამიტომ პრობლემა ვფიქრობ კომუნიკაციის პრობლემა არის მეგობრებო.
საგანგებო სხდომის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დღეს და ასევე შესაძლებელია მაგ კომისიის შექმნა ნებისმიერ დროს – ისტერიკის გარეშე.
ტყუილია რომ მხოლოდ ჩემი და ხაბეიშვილის გამო ჩავარდა აღნიშნული საკითხი. ჩვენს გარდა კიდევ ორი დეპუტატი არ იქნება ადგილზე თვის ბოლომდე.
ამიტომ ინიციატორებს მეტი ორგანიზება გმართებთ და არა გადაბრალება.“
კომენტარები