საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა ჩინეთში, ხვდებოდა სი ძინპინს და “უკოცნიდა მას უკანალს“ – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Fox News-თან ინტერვიუში. ეს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ იყო მედიაში მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში ბრალი წაუყენეს.
ინტერვიუში, ტრამპმა მაკრონი ჩინეთთან მლიქვნელობაში დაადანაშაულა.
“თქვენ მიიღეთ ეს გიჟური სამყარო, რომელიც ფეთქდება და შეერთებულ შტატებს აბსოლუტურად არაფერი აქვს სათქმელი…და მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან საქმეს ასრულებს და უკანალზე კოცნის. ჩინეთში, დიახ, ვამბობ, რომ საფრანგეთი ახლა ჩინეთში მიდის”,- თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, POLITICO-თვის მიცემულ ინტერვიუში ევროპას ურჩია, თავი აარიდონ “აშშ-ის მიმდევრობას” და თავი აარიდოს ტაივანის გამო, აშშ-ჩინეთის კონფრონტაციაში ჩართვას.
„მთავარი არხი“
კომენტარები