„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, რომელიც გერმანიაში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს:
„გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში, ჩემ წინ მდგომი ახალგაზრდა კაცი მომიტრიალდა. მანამდე გამართული გერმანულით საუბრობდა, ქართულად მომესალმა, გამიხარდა, გავისაუბრეთ. 8 წელია, აქეთ ვარო. ჩემს ტრადიციულ კითხვაზე, როდის აპირებ დაბრუნებას-მეთქი, ჯერ დაალაგეთ ქვეყანა და მერეო. დავპირდი, რომ ძალისხმევას არ დავიშურებდი. ისიც ვუთხარი, შენსა და შენი ჩართულობის გარეშე არაფერი გამოვა-მეთქი. მგონი, შევთანხმდით. ვნახოთ “
კომენტარები