„ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გახსოვთ ალბათ 10 მარტს გამოვედი ინიციატივით ჩაგვეტარებინა “სახალხო შეკრება” რეფერენდუმის ხალხისთვის დაბრუნებისა და მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების მიზნით.
რა თქმა უნდა სისტემას არ აწყობს დამოუკიდებელი და უმართავი “კუნძულის” არსებობა, ე მანდ კოვ,იდტერორის პროტესტის მსგავსად, ეს უმართავი კაცი ისევ არ გამოგვეპაროსო და დაფაცურდნენ…
კოვ,იდი ვახსენე და მაშინდელი სახალხო აქციების დროს, ვინც ჩვენს სამართლიან პროტესტს იზიარებდა, აქციაზე მოსვლა კი არა, ბევრმა ვერ გაბედა თუნდაც ფეისბუკ სტატუსით ჩვენი აქციებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, იჯდნენ გატრუნულები! სამაგიეროდ სისტემის მიერ დადგმული სპექტაკლების დროს ყოველთვის მზად არიან მასში მონაწილეობა მიიღონ და მხარდაჭერა გამოუცხადონ! პრობლემაც არა ხელისუფლებები, არამედ სწორედ ეს კონფორმისტი ხალხია, რომელიც პირადი გამორჩენისა თუ სარგებლის მიღების მიზნით ირგებენ როლებს, სიყალბეში თვითონაც მონაწილეობენ და სხვასაც მოუწოდებენ. სწორედ ხან მათი მონაწილეობით, ზოგჯერ მათი დუმილითა და ზოგჯერ კიდევ თანხმობით, სიცრუე და ბოროტება აგერ უკვე 30 წელზე მეტია ზეიმობს საქართველოში!
დღეს იუდას გაცემის დღეა და ნებისმიერი თვალთმაქცობა და “სიმართლის გაყიდვა” ასევე 30 ვერცხლის აღების ტოლფასია!
ისე რა შეგაშინეთ ამ ერთმა კაცმა, რომელსაც არც ფინანსები მაქვს და არც მოკავშირეები მყავს, ტელევიზიებს არ მაკარებთ, ფეისბუკის ხილვადობაც შემიზღუდეთ და ინიციატივების განხორციელებაშიც ხელს მიშლით?
სისტემას და მის მსახურთ კი გეტყვით: რაც არ უნდა ეცადოთ თივაში ცეცხლს ვერ დამალავთ და ვერც ჩურჩხელისგან სალამურს ვერ გააკეთებთ!“
კომენტარები