ისტორიკოსი, გიორგი ჩუბინიძე:
გახსოვთ ჩემი პოსტი? საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გამოცდილების და უამრავი რეკომენდაციის მიუხედავად ხაშურის ბიბლიოთეკის დირექტორის ვაკანტურ პოსტზე, 700 ლარიანი ხელფასზე, პასუხს დღემდე ველოდები-მეთქი?
ჰო, აი ასე, ფეისბუქით, პოსტში ვკითხულობ პასუხს, რომ ამ პოსტზე დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი კლარა გელაშვილი დაუნიშნავთ.
ძაღლადაც კი არ ჩამაგდო ხაშურის მერიამ და ასე ჩუმად დანიშნეს დირექტორი და კიდევ ერთ ქართველს მომიკლეს საქართველოში დაბრუნების სურვილი, რადგან ეს ყველაფერი საშინლად უსამართლოდ და უზნეოდ მოხდა.
პოლიტიკურად და მორალურად მოგეკითხებათ ეს ადგილობრივ ხელისუფლებას და ოდესმე შეგრცხვებათ, როცა საკუთარი ოჯახის წევრებზე გამოცდით ემიგრაციასაც და მსგავს უსამართლობას! აღარასდროს თქვათ რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში რამეს მომავალი თაობისთვის აკეთებთ! რომ ემიგრანტების დაბრუნება გინდათ და რომ საერთოდ ჯანსაღ, თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებთ. ეს თქვენგან პოპულიზმია და სირცხვილია!
Nino Liparteliani , Tengo Chitiashvili
კომენტარები