ოკუპირებული აფხაზეთის მედია წერს, რომ ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას 31 მარტის განკარგულებით განისაზღვრა ის საქონელი, რომლის გადატანაც ენგურის გამშვებ პუნქტზე უკვე შესაძლებელია.
დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, ნებაყოფლობითა გადატანა:
- მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგების;
- სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლისა და სარგავი მასალის;
- ცოცხალი ფრინველის;
- ფერმის ცხოველების საკვების;
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის;
- ტექნიკა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავებისთვის;
- ავტომობილების;
- ავტონაწილების;
- ძრავის და სხვა საპოხი ზეთების მანქანებისთვის.
ე.წ. საბაჟო სამსახურის კომიტეტის უფროსი ალიას ლაბახუა “სპუტნიკთან” ამბობს, რომ ბრძანება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება.
“ვრცელდება წესი, რომ ქართული მარკირების არც ერთი პროდუქტი არ დაიშვება”,- ამბობს ის.
ასევე ამბობს, რომ მოქალაქეებმა ე.წ. საბაჟო გადასახადი უნდა გადაიხადონ, ხოლო თუ პირი საქონელს ე.წ. საზღვარზე ძალიან ხშირად გადაიტანს, მას სხვა სახის გადახდა დაეკისრება.
კომენტარები