18 აპრილის სხდომაზე გახდება ცნობილი მოახერხებს თუ არა საპარლამენტო ოპოზიცია სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ინიციატორები ამბობენ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მათ კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმის მოგროვება არ უნდა გაუჭირდეთ. ხმების მობილიზებას 5 ოპოზიციონერი დეპუტატი კურირებს, მათ დეპუტატებთან ამჯერად პირადი კომუნიკაცია აქვთ.
“ხუთმა ქალმა დეპუტატმა გავიყავით 50 კაცი, მე პირადად მაქვს 11 დეპუტატის თანხმობის დასტური და იმედი მაქვს, რომ ჩვენ 50 დასტურს, რადგან პირადი კომუნიკაცია საჭირო ყოფილა და ფრაქციის ხელმძღვანელი საკმარისი არ აღმოჩნდა, ვაგროვებთ იმისთვის, რომ გვქონდეს პირობა. იმ დღეს ვინ მოვა და ვინ არ მოვა, უკვე მისი უშუალო პასუხისმგებლობაა”, – თქვა თეონა აქუბარდიამ
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები