იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი:
“როგორი უხერხულია ვინმეს უთხრა, რომ მე სანქცირებული ვარ და მოდი შენც არ წახვიდე აშშ-ში სასწავლო ვიზიტით.
ან სოლიდარობის ეს ფორმა, როგორიცაა სასწავლო პროგრამაში არმონაწილეობა, საიდან მოიფიქრეს?
მართლა სირცხვილია, სადამდე მივედით. გამოდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და საბჭოს წევრი და გახარებული აცხადებს 3 მოსამართლე არ მიდის სოლიდარობის ნიშნადო.
ყველაფერთან ერთად ძალიან ბოროტები არიან საკუთარი კოლეგების მიმართ.
მოსამართლეს კანონი ავალდებულებს რომ მუდმივად პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს, იმიტომ რომ საქართველოს პროფესიონალი მოსამართლეები ემსახურებოდნენ, რომლებიც მუდმივად იღებენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას.”
კომენტარები