ასე პასუხობს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას:
“ეს არის საერთო ზღვა ყველა სანაპიროს მქონე სახელმწიფოსთვის, რომელიც უნდა იყოს თანამშრომლობის, ურთიერთქმედებისა და უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს პესკოვი.
ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის და რომ შავი ზღვა უნდა გახდეს ნატოს ზღვა, ისევე როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთის შემთხვევაში.
კომენტარები