სამოქალაქო აქტივისტი, დავით ბერძენიშვილის ვაჟი, ზუკა ბერძენიშვილი:
“პრეზიდენტმა 10 ადამიანი შეიწყალა და ჯერ უცნობია არის თუ არა მათ შორის ნიკა გვარამიაო. ძალიან კი მეეჭვება, მაგრამ ნეტავ ვცდებოდე.
და მინდა ხმა მივაწვდინო ადამიანებს, რომლებიც არ წუხან გვარამიას პატიმრობის გამო და შეიძლება არ ესმოდეთ მე რატომ მინდა ძალიან რომ ვცდებოდე.
სულ რომ არაფერ შუაში იყოს მისი პატიმრობა ევროკავშირის მოთხოვნებთან და კანდიდატის სტატუსთან, უბრალოდ, საკუთარ ქვეყანაში ასეთი დაუფარავად უტიფარი ე.წ. მართლმსაჯულების არსებობა არ შეიძლება არ გაწუხებდეს და არ შეიძლება ასეთ მოვლენასთან ემოციურ დამოკიდებულებას მისი მსხვერპლისადმი პირადი სიმპათია-ანტიპათიით წყვეტდე.
მთელი ოჯახი რუსეთის აგენტად გამომიცხადა ნიკა გვარამიამ და პრაქტიკულად ჩემი ბავშვობის ტრავმების განუყოფელი ნაწილია და ჩემთვის არავის არაფერზე მოუხდია ბოდიში და არც ვურჩევ სხვათა შორის, მაგრამ, ყველა წუთი მაბრაზებს რომელსაც გვარამია ციხეში ატარებს და რა თქმა უნდა ამით იმის თქმას არ ვცდილობ, რომ მაგარი როჟა და ნელსონ მანდელა ვარ, პირიქით, ყველაზე ეგოისტური პრაგმატული მოტივებით მჭირდება რომ ჩემს ქვეყანაში დაუყოვნებლივ შეწყდეს ისეთი აღვირახსნილი აბსურდი (ასეთების სია სამწუხაროდ გრძელია) როგორიც კერძო კომპანიის მანქანის საოჯახო მიზნით გამოყენების გამო ადამიანის ციხეში ჯდომაა!
თან საქართველოში! რამხელა ცინიზმია… ქვეყანაში, სადაც არასდროს არავის მუცელი არ გაძღა და კორუფცია ისეთ სიმაღლეზეა რომ პანტა-პუნტით ხოცავს ხალხს და ამის მიუხედავადაც არაფერი იცვლება.
თან ადამიანის, რომელიც ცხადზე ცხადად ოპოზიციური მედია საქმიანობის და არაფორმალური მეფის ნერვებს მოშლის გამო იხდის ამ სასჯელს.
და ჩვენც ირიბად მივყვებით დინებას იმ გარეწარი მეფის ერთ-ერთი გამორჩეული ბინძური ტრიუკის გაკვალულ კალაპოტში, რაც არასაყვარელი ფიგურის იმ იმედით ჩაგვრას გულისხმობს, რომ ვისაც არ უყვარს, არც დაიცავს და არც გამოესარჩლება.
ამ რაღაც თანამედროვე შუასაუკუნეებიდან რაც შეიძლება მალე უნდა გავაღწიოთ. და ნიკა გვარამია სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს, განსახილველიც კი არაფერია აქ.
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili საქმე დაიდოს.”
კომენტარები