მედიის ცნობით, თბილისში, კირკიტაძის ქუჩაზე 70 წლის მამაკაცი გოგონებს ჯერ გამოელაპარაკება, უწყინარ კითხვებს უსვამს, დახმარებას სთხოვს, შემდეგ კი თავის სარდაფში წნევის გასაზომად ეპატიჟება. ზოგიერთი მის შეთავაზებას თანხმდება, ნაწილი კი უარს ამბობს.
პალიტრა ვიდეოსთან, გოგონები ჰყვებიან, რომ მოხუცს სარდაფში ბიჭებიც ჩაჰყავს. ვინც მოხუცის დახმარება გაბედა და სარდაფში ჩავიდა, მომხდარს, ყველა მათგანი ცუდად იხსენება. მამაკაცი ძირითადად იტყუება და ამბობს, რომ მარტოა, არავინ ჰყავს და გამვლელების დახმარება სჭირდება, თუმცა, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
კიდევ ერთი გოგო, სოციალურ ქსელში წერს, რომ მამაკაცმა მას წნევის გაზომვა სთხოვა, სარდაფში ჩასულს კი თითქოსდა მადლიერების ნიშნად ჯერ ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ტუჩებში.
კიდევ ერთი ადამიანი, იგივე მამაკაცზე წერს, რომ მასა და მის შვილს იცნობდა, ერთხელაც მამაკაცმა ის და მისი მეგობარი 13–14 წლის გოგოები ჩაიპატიჟა სარდაფში, იქ კი პორნო ჩართო, რის შემდეგაც გოგონები წამოვიდნენ და ოჯახთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს.
წყარო – პალიტრა ვიდეო.
კომენტარები