ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
მეც გაგაცნობთ ჩემს პოზიციას “კეზერაშვილის საქმეზე”… გაგაცნობთ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ბევრისგან განსხვავებული აზრი მაქვს.
დავიწყოთ იმით, რომ BBC – ის მასალა პროფესიონალიზმის პიკია! ბრიყვია ის, ვინც ფიქრობს, რომ ბრიტანული მედია შეკვეთებს იღებს და აი, ბიძინაა ამ კამპანიის თუ მასალის უკან! არა! ბიძინა შვეიცარულ გაზეთშიც ვერ ვეჭდავს მისთვის სასურველ მასალას! BBC მისთვის საერთოდ მიუწვდომელია!
ამავე დროს, ამ მასალამ “სულზე მიუსწრო” სწორედ ივანიშვილს! ის და მისი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებენ… და აქ ვიტყვი მნიშვნელოვანს – არა იმდენად კეზერაშვილის, რამდენადაც კეზერაშვილის თანამფლობელობით არსებული არხის – “ფორმულას” დასაძირად! რასაც იოლად მოახერხებენ, თუ ბ-ნ კეზერაშვილს აღარ მოუნდება ან გადაუნდება არხის დაფინანსება!
ამ მხრივ თუ ვიმსჯელებთ, მე არ ვიზიარებ ლაშა ბუღაძის აზრს Lasha Bugadze , რომლის თანახმადაც, კეზერაშვილმა აქტივები უნდა გადასცეს თანამშრომლებს! ეს კეთილშობილური მოსაზრება, ჩემი აზრით, პრაგმატიზმისგან დაცლილია! თუ აქტივებს სხვებს გადასცემს, რაღატომ დააფინანსებს? თუ აღარ/ვეღარ დააფინანსებს, “ფორმულა” დასუსტდება და მოკვდება! თუ “ფორმულა” მოკვდება, გაძლიერდება ისედაც ძლიერი რუსულ-სახელისუფლო პროპაგანდა! “ფორმულა” ხომ ერთ-ერთი ლიდერია სწორედ რუსეთთან და მის ადგილობრივ საცეცებთან ბრძოლის პროცესში!
მეორე მხრივ, ბუნებრივია, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს თანა – მფლობელის რეპუტაციას! ასევე ბუნებრივია, რომ ბევრს (და მათ შორის მეც) არ მომინდება იმ ტელევიზიაში მუშაობა (რაც არ უნდა სწორი და მართებული სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდეს მას), რომლის თანამფლობელიც ძარცვავს გერმანელ თუ შვედ პენსუონერებს!.. რაც არ უნდა არ ერეოდეს ის სარედაქციო პოლიტიკაში, კომპრომისს მიღმა იქნება დარჩენა არხზე, რომლის დონორ-სპონსორიც საერთაშორისო კრიმინალშია მხილებული… და აქ კიდევ ერთ მთავარ სიტყვას ვიტყვი!.. … მხილებული სამართლებრივი თვალსაზრისით!..
დიახ, ზე-კლასის BBC-ის მასალა დიდად ვნებს უშულოდ კეზერაშვილის რეპუტაციას და გვარტყამს ჩვენც – თანამშრომლებს, რომლებიც, ბუნებრივია, ვერ ვაგებთ პასუხს კეზერაშვილზე, მაგრამ, მისი ფინანსებით კი ვსარგებლობთ! თუმცა, ბრიტანული მაუწყებლის უდავოდ ძლიერი მასალა ჯერაც! ვიმეორებ – ჯერაც არაა სამართლებრივი გამოძიების და ვერდიქტის გამოტანის საფუძველი!.. ეს ბრიტანული! და არა ქართული! სამართალწარმოების და სასამართლოს პრეროგატივაა! დამნაშავედ სცნობენ კეზერაშვილს? დამთავრდება კეზერაშვილიც და “ფორმულაც”… გამართლდება?.. ძალიანაც კარგი მოხდება ჩვენთვისაც.
აქვე უნდა ვთქვა, რომ პირადად ჩემთვის კიდევ ერთი, ორი, სამი ფაქტორია მნიშვნელოვანი! მაგალითად, ვთქვათ მამაცაშვილის ფაქტორი! კეზერაშვილის დასჯით! განდევნით! მისთვის დანაშაულის დამტკიცებით! აღმოიფხვრება კი “გერმანელი პენსიონერების” ძარცვის პრეცენდენტები? თუ “ბაზარზე” დარჩება მხოლოდ მამაცაშვილი და ფარცხალაძე? ოღონდ, თან ისე, რომ “ფორმულაც” აღარ იარსებებს?..
კეთილი! ამასაც დავანებოთ თავი!.. და ვისაუბროთ ინდულგენციაზე!.
ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ – “ფორმულა” საუკეთესო არხია! მაგრამ, თუ კეზერაშვილს სამართლებივად და ბრიტანეთში დაუმტკიცდება, რომ ძარცვავს გერმანელ პენსიონერებს! მაშინ, საუკეთესო არხის დაფუძნება-სპონსორობა ვერ იქნება მისი ინდულგენციის საფუძველი!.. გაგიკვირდებათ და ვერც ანტირუსული საინფორმაციო პოლიტიკა იქნება მისი ინდულგენციის საფუძველი! და ვერც ის, რომ თავად მას აქვს დასავლური მსოფლხედვა!..
მეხუთე მხრივ, წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი მართლა ასე მოხდა!!! “ფორმულა” ან დასუსტდა! ან დაიხურა! ან მისმა სპონსორმა აღარ განაგრძო მისი დაფინანსება! ან… მიზეზთა გამო მანამდე დაიწყო დეზინტეგრაციული პროცესები! რა ხდება … რა მოხდება რუსეთთან ფრონტის ხაზზე?.. არც არაფერი! მაყურებელი ვეღარ ნახავს დაახლოებით 15-20 ძალიან კარგ გადაცემას! მათგან მინიმუმ ათში ობიექტური ანალიზია! ანტირუსეთული მესიჯებია! კორუფციის მხილებაა! მსჯელობაა! დისკუსიაა! ისტერიკა არაა! და ა.შ. ეს კი ძალიან, ძალიან აწყობს დღევანდელ ხელოსუფლებასაც და… რუსეთსაც!
და ბოლოს, ჩემი აზრი გამოსავალზე!
უშუალოდ “ფორმულამ” უნდა განაგრძოს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში! და არათუ არ უნდა აიცილოს კეზერაშვილის თემა, არამედ, უნდა იყოს კრიტიკული მის მიმართ! უფრო ზუსტად, მთავარი დაინტერესებული იმით, რომ სიმართლე გაირკვეს! მე მგონია, რომ “ფორმულა” ამას უკვე ახერხებს!
მეორე – კეზერაშვილი თავად უნდა ეცადოს სიმართლის დამტკიცებას! ანუ – გადაგორდა და სხვა თემაა აქტუალურიო, ასე კი არ უნდა იფიქროს/იმოქმედოს, არამედ, ბრიტანულ! გამოძიებას უნდა დაუმტკიცოს თავისი უდანაშაულობა და მოხსნას ყველა შესაძლო უხერხული კითხვა! თუ ვერ მოხსნის… ყველასთვის იქნება ცუდი – მისთვის! “ფორმულასთვის”; “ფორმულას” ინდივიდებისათვის (რომელთა ნაწილიც აღარ მოინდომებს თანამშრომლობას); ანტირუსეთული ფრონტისთვის, რომელსაც “ფორმულა” ან გამოეცლება, ან ამ ბრძოლაში იქნება სუსტი “ფორმულა”…
პირადად მე, ცხადია, ვრჩები “ფორმულაში”… და სიმართლის გარკვევას ვუსურვებ ყველას! საკუთარი სიმართლის სამართლებრივ დამტკიცებას ვუსურვებ კეზერაშვილს! “ფორმულას” სტაფს ვუსურვებ, არ გატეხვას! მაგრამ, ასევე, საკუთარი რეპუტაციის მოფრთხილებას! კონიუნქტურის არგათვალისწინებას! და ბრძოლას! ერთიანს და ინდივიდუალურს!
პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რუსული რეჟიმი აქ დასრულდეს! რაც გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ერთი კეზერაშვილის სიმართლე/მტყუანობა! ტაბლიაშვილის აზრები! და ყველაფერი, რაც ამ თუ სხვა ამბავთან მიმართებაში ხდება!!!
კომენტარები