პედაგოგი, მაკა სახურია:
“და მე გეტყვით თქვენ ქართულ და მეგრულ ენებში დამარხულ ყველის საიდუმლოს :)) ქართულად ფუძე “ყველ” თავისი სემანტიკით აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაფერი, აი, სუყველაფერი… :)) ხოლო მეგრულად ყველს ქვია ჸვალი, რომლის ფუძეში დევს სიტყვა ჸვა ანუ შუბლი, რომელიც ნამუსის ორგანოა, მოგეხსენებათ. ანუ მეგრელისთვის ყველი არის შუბლის ძარღვი, ნამუსი, ღირსება… :)) მსოფლიო ყველის ასეულში ხომ ორი ქართული ყველი შევიდა – მეგრული სულგუნი და მეგრული შებოლილი სულგუნი ანუ ხომლა/ხუმლა ჸვალი, რომელიც მსოფლიო საოცრებაა… აი, მეგრული გებჟალია გამახსენა ხათუნა აფხაზავამ… ბჟა ხომ მზეა მეგრულად, ჰოდა გე-ბჟა-ლია ცით მოწყვეტილი მზეა, პიტნის (ჸვალმინთას) ანუ საყველო მენთოლის არომატით… ჰოდა, ეგრე რა… ყველი და პურიო, კეთილი გულიო… ყველი და პურია, ყველი და მჭადია, ყველი და ღომია, რაცაა… ესაა ლირიკა, ყველაფერი დანარჩენი პროზაა!”
კომენტარები