ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:
“- რატომ არ კვდება, მამი, შენი მამიდა?…
ესაა ერთად ერთი კითხვა, რომელსაც გამუდმებით მისვამს ჩემი ყველაზე ლამაზი, ყველაზე მაგარი ბიჭების გამზრდელი, ჩემი გამზრდელი მამიდა.
რა უნდა ვუთხრა?!..
ჰო და, მეც ვეუბნები, რომ … ალბათ, ბახვას დაბრუნებას ელოდება…
ბევრი წლების წინ, მამიდას ლიმფომა დაუდგინეს. “ კიბორჩხალასი” არ მეშინიაო იძახდა და გულიანად იცინიდა. ( ღმერთო, როგორ მომემატრა მისი სიცილი…)
ისეთი ბრძოლა გამოვუცხადეთ “ კიბორჩხალას”, რამოდენიმე თვეში გავანადგურეთ.
რატომ?!… რატომ?!… ხომ ჯობდა, რომ ბედნიერი წასულიყო… ხომ არ მოუწევდა ორი სასახელო, მზრუნველი, ნაღდი ვაჟკაცი შვილის დაუსრულებელი გამოტირება…
დღეს ბეჟოს საფლავზე ვიყავით. ჩემი ჩვანთის საფლავზე და ბახვას როგორც ცოცხალს ის ვიხსენებდით… ეს რამხელა სადარდელი ყოფილა შვილის, ძმის უსაფლავობა… ეს რა მძიმე ტვირთია, შენ უსაყვარლეს ადამიანს განადგურებულს უყურებდე და ვერაფერს შველოდე…
ამიტომ…. მე და მამიდული ბახვანხოს ველოდებით!..
სანამ გავქაჩავთ… სანამ ღმერთი უფლებას მოგვცემს…”
შეგახსენებთ, 2022 წლის 19 მარტს, დილით ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა.
კომენტარები