მთავარი არხის ინფორმაციით, ახმეტაში, 71 წლის ქალი 18 წლის ბიჭმა მოკლა, შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზით, მოხუცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მეზობელმა ესროლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. რა დროსაც სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით, ქალმა მძიმე დაზიანებები სახის არეში მიიღო. ის სასწრაფო დახმარებამ ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბრალდებულმა შემთხვევის ადგილოდან მიმალვა სცადა. პოლიციამ ის უკვე დააკავა. იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
კომენტარები