რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთზე ავტომაგისტრალის მშენებლობის შესახებ განაცხადა:
,,ბუნება მბრძანებელია, ბუნება ჩვენი დედაა, ჩვენ როდესაც რაღაცას ვაკეთებთ, ბუნებას კი არ ვერჩით, არამედ მეცნიერულად, საინჟინროდ, გამოცდილი სპეციალისტების მიერ, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით ხდება შესაბამისი გადაწყვეტების და პროექტის გაკეთება, მათ შორის, როდესაც არის მეწყერი, ამ მეწყრის შეფასებაც ხდება და შესაბამისი გადაწყვეტის პოვნა ხდება. თუ კი ისეთია მეწყერი, რომლის გადაწყვეტაც შეიძლება რთული იყოს, ან არ იყოს მიზანშეწონილი, მაშინ ხდება მარშრუტის სხვანაირი გადაგეგმარება, ეს ყველაფერი ამ პროექტებში არის გათვალისწინებული. არავითარი აპოკალიპტური სურათი არ გვაქვს, გზები გვაქვს უსაფრთხო”.
კომენტარები