პოსტ.ტვ–ის ჟურნალისტი, ლიზა გეგეჭკორი:
“ეს იმ ახალგაზრდებმა მინდა წაიკითხონ, ვინც ჩვენს და ჩვენზე უფროს თაობას მონებს და გოიმებს ეძახით. ბავშვებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ ალბათ გგონიათ, რომ სანამ ევროკავშირის დროშებს ააფრიალებდით ჩვენ და ჩვენი უფროს თაობა სიბნელეში ვცხოვრობდით…
საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, მაგ “მონობის” დროს ჰყვაოდა ხელოვნების ყველა დარგი – კინემატოგრაფია, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა..
ამ ერთ მუჭა ქვეყანას გვყავდა: ფიროსმანი, ახვლედიანი, გუდიაშვილი, კაკაბაძე, მაგ “მონობის” დროს სუხიშვილებმა პირველად და უკანასკნელად იცეკვეს ლა-სკალაში, რადგან იქ მხოლოდ ბალეტი და ოპერა იდგმებოდა, მაშინ-14 -ჯერ გაიხსნა და დაიხურა ფარდა! რამაზ ჩხიკვაძემ ხელები ააწევინა ლონდონში გამართულ შექსპირის ფესტივალზე, პირველ ნომრად წოდებულ, შექსპირის როლების შემსრულებელს, ქუხდა ფეხბურთი, რეზო ლაღიძის “თბილისოს” მღეროდა 15 ქვეყანა და ნახევარზე მეტი ევროპა, “ბითლზის” მერე მსოფლიოში მეორე ანსამბლი “ორერა” იყო, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო, ჩვენი “ჩაკრულო” მაშინ გაუშვეს კოსმოსში, ჩვენმა 28 წლის ქირურგმა მოჭრილი ფეხები მიაკერა 6 წლის ლატვიელ გოგოს, მოსკოვში, ექიმთან რომ ჩადიოდი, აქეთ გაგზავნიდნენ: ჩემთან რატომ მოდიხართ, როცა თქვენ ასეთი ბრილიანტები გყავთ თბილისშიო: კოკაია, ბოკერია, ფიფია, იანი, ცინცაძე, ჩაჩავა, ჟორდანია, რომელი ერთი ჩამოვთვალო? ახალი მოდა ზუსტად ორ კვირაში პარიზიდან პირველად თბილისში ჩამოდიოდა, ჩვენნაირ ჩაცმულ და გაპრანჭული ქალებს ევროპის ბევრ ქვეყანაში ვერ ნახავდი, სამოდელო და ლიტერატურული სალონები ჩვენს ქალებს ჯერ კიდევ მე -19 საუკუნეში ჰქონდათ გახსნილი, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების წერა ჯერ დამთავრებული არ ჰქონდათ, რომ ჩვენთან უკვე ითარგმნებოდა!
მაჩაბელმა შექსპირი რომ თარგმნა, რუსებს ჯერ არ ჰქონდათ ნათარგმნი, პირველად ბალანჩინმა გაუხსნა ამერიკას საბალეტო სკოლა, ჭაბუკიანის-ნაირად ვერც მაშინ და ვერც ახლა ოტელო ვერავინ იცეკვა მსოფლიოში…
რომელი ერთი ჩამოვთვალო, მსოფლიო კულტურიდან თუ რამ ღირებული იქმნებოდა, პირველად საქართველოში შემოდიოდა!…”
კომენტარები