უფლებადამცველი, თამარ იარაჯული:
“უსაფრთხო გარემოს ქმნის სამართლიანი სასამართლო!
დღეს გაბრიელის სასამართლო პროცესი იყო სკოლაში მომხდარ სავარაუდო ძალადობაზე,
ვერ დავესწარი სასამართლო პროცესს რადგან ორი საათით ადრე შევიტყვე და გაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთ ფუფუნებას არ მაძლევს თუ ერთი დღით ადრე მაინც არ ვიცი ვერ მივალ ვერსად,
ნუ რომ გითხრათ რომ სამართლიანი სასამართლოს იმედი მქონდა ეს ხო ტყუილი იქნება
ეხლა მელოდებით რას ვაპირებ და აჰა გატყობინებთ
მოვდივარ სახელმწიფო კანცელარიასთან
პრემიერის ადმინისტრაციულ შენობასთან და ვითხოვ,
1. სასამართლომ დროული სასამართლო პროცესები ჩაატაროს შშმ ბავშვების შემთხვევაში რადგან ხშირად გადაუდებელია ეს პროცესი ყველას ვგულისხმობ და არა მარტო ჩემ შვილს!
2. განთლების სამინისტრომ შშმ პირების მიმართ გაიღოს ყველა მასთან მომუშავე პირებისთვის თანხები გადაამზადოს და გაზარდოს ხელფასები,
3. ჯანდაცვამ საყოველთაო დაზღვევაში შეიტანოს ამბულატორიული კვლევების დაფინასება,
4. სახელმწიფომ შემოიტანოს მედიკამენტი
ვოზორიტიდი,
5. გაიზარდოს პენსია მაქსიმუმადე,
6. შემოვიდეს ყველა ახალი თაობის მედიკამენტი რომლითაც მკურნალობენ და უკვე კარგი შედეგები აქვთ აუტისტური სპექტრის ბავშვებში,
7. შემოიტანთ ყველა ეპილეფსიის და დიაბეტის წამალს,
და ყველა ბავშვს და პირს გადასცემთ უფასოდ,
ეს არის ჩემი უსამართლობის პროტესტი
რომელიც გაგრძელდება იქამდე სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება ეს არის სამართლიანი და აუცილებელი პირობა იმისთვის რომ გადარჩენენ ამ ქვეყანაში შშმ პირები!
კერძოდ ერთი ადამიანის დანაშაული კი არა დღეს რომ სასამართლომ გაამართლა არა ეს არის სახელმწიფოს დანაშაული,
და ეს ვინმემ უნდა დაასრულოს მე ველოდები პრემიერს არც შეხვედრა მინდა არც არავის ნახვა მე მინდა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება რომელიც პირადად ჩემი კეთილდღეობის არ არის.
მე ამ ქვეყანაში რამის მომიკლეს შვილი და რომ გადავარჩინე მადლობები დავწერე არ ველოდები მომდევნო ბავშვის ამ ჩემი შვილის ისევ დამძიმებას
მალე გავავრცელებ ვიდეობს სადაც ძალადობაა!
ექვსი წელი ექვსი წელი კონსილიუმებით წყვეტდნენ რომ ჩემი შვილი ფსიქიკურად იყო ცუდათ და მუცელში გაუზარდეს სიმსივნე სადაა სამართალი და თუ არ მოვძებნეთ ჩვენს მერე ჩვენი შვილები უბრალოდ დაიხოცებიან.
გაიღვიძე ჩემო კარგო ქვეყანავ
ამ ქვეყანაში ბავშვები კვდებიან ან იტანჯებიან!
არსად არ წავალ ჩემი საქართველო აქ არის თუ გინდათ ჯვარზე მაცვით ეხლა მე შვილი მყავს გადასარჩენი.”
კომენტარები