„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ტოიოტას ყველაზე მოთხოვნადი, ორიგინალი ავტონაწილების შეძენასა და მათი შეცვლის სერვისზე ფიზიკური პირებისთვის ფასდაკლების სპეციალური კამპანია აამოქმედა. გარდა ამისა, ტოიოტას გარკვეული მოდელებისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას მომხმარებელი ასევე განსაკუთრებულ ფასად შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, 18 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, სპეციალური კამპანიის ფარგლებში, ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილების შეძენასა და მათი შეცვლის სერვისს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს 15%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.
„ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ფასდაკლებით შეიძინოს ტოიოტას ისეთი მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილები, როგორიცაა: წინა და უკანა ხუნდები, ძრავის ზეთი, ზეთისა და სალონის (კონდიციონერის) ფილტრები, სამუხრუჭე სითხე და ასევე, მინის საწმენდები. ამ ავტონაწილების შეძენისას მომხმარებელი 15%-ით ნაკლებს გადაიხდის და დამატებით, 15%-იან შეღავათს მიიღებს შესაბამისი სერვისისთვის. გარდა ამისა, მძღოლები განსაკუთრებულ ფასად – 150 ლარად შეძლებენ ტოიოტას 5 მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრული მომსახურების მიღებას. ეს მოდელებია: C-HR, Prius, Camry, Corolla და RAV4. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ფასდაკლების სპეციალური კამპანია მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება“, – განმარტავს თინათინ მაკარიძე.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილებითა და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.
„ნებისმიერი სათადარიგო ავტონაწილი, სითხე თუ აქსესუარი, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეიძენს, არის ორიგინალი წარმოების და გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ცენტრში მისულ მომხმარებელს მომსახურებას უწევენ „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული და მრავალჯერ გადამზადებული პროფესიონალი ტექნიკოსები“, – აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.
მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com
კომენტარები