„აი იას“ წევრი, ვატო შაქარიშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე:
„საქართველოში მისიის დასასრულს, ქალბატონი ელჩი ახალ მწვერვალებს იპყრობს. კეზერაშვილის საქმეზე მისი განცხადებები აღარ არის უბრალოდ უხერხულ კითხვებზე პასუხისგან თავის არიდების უტიფარი მცდელობა, მსგავსი არაადეკვატური კომენარებით ის შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს!
პირადი რეპუტაცია ხომ დამარხა და წასვლამდე, საკუთარი ქვეყნის არსებული ადმინისტრაციისთვის ნიღბის ჩამოხსნას მონდომებით განაგრძობს.
რას გვეუბნება დღევანდელი ორი განცხადებით – საგამოძიებო კომისიის შექმნასა და კეზერაშვილის საქმეზე?
მან დაადასტურა, რომ სწორედ საელჩოს ეკუთვნის საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა და რომ საელჩოს ბრძანებით გამოცხადნენ პარლამენტში ის დეპუტატები, რომლებიც აქამდე საპარლამენტო საქმიანობაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ. ციტატა: “ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში.”
საგამოძიებო კომისიის შექმნა, მათ მიერ მართული პოლიტიკური პროცესის მომდევნო ნაბიჯია, რომელიც მოსამართლეების სანქცირებით დაიწყო.
სახელმწიფო დეპარტამენტი უკუღმა მოქმედებს – ჯერ, ფაქტების გარეშე უაპელაციოდ უწოდებს მოსამართლეებს კორუფციონერებს და მერე ითხოვს გამოძიებას!
ასე ესმით მართლმსაჯულება ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციაში და ამ სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. რა საჭიროა ფაქტები და არგუმენტები – ამერიკული კანონი ხომ რუსულია; რა საჭიროა ფაქტები და არგუმენტები – მთავარია, სახ.დეპი ამბობს, რომ მოსამართლეები უნდა დასანქცირდნენ! აბსოლუტურად განსხვავებული სტანდარტი აქვთ კეზერაშვილთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო მასშტაბის კრიმინალში ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (BBC) ვრცელი ფილმით ამხილა, რომელიც თავისმხრივ გერმანიის საგამოძებო ორგანოების მიერ მოპოვებულ მასალებს ეყრდნობა.(ფილმში ერთ-ერთი რესპოდენტი გერმანელი პროკურორია)
ელჩი ამბობს, რომ მოსამართლეების დასანქცირებისთვის საკმარისია გიგაურის, ლომჯარიას, კეზერაშვილის ფორმულას და სხვა ნაც-მედიების მიერ გავრცელებული “ცნობები,” მაგრამ კეზერაშვილთან დაკავშირებით, გერმანიის პროკურატურა და BBC არასარწმუნო წყაროებია და მთავარია, რომ თავად კეზერაშვილი დანაშაულის ჩადენას უარჰყოფს!
ეს არის ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი და სწორედ ამ ტიპის მიდგომებით ურთიერთობა გახდა მიუღებელი – ისრაელისთვის, თურქეთისთვის, საფრანგეთისთვის, ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებისთვის, რომელთა ლიდერებიც ერთმანეთის მიყოლებით და ერთმანეთზე უფრო კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ აშშ-ის დღევანდელი ადმინისტაციის მისამართით.
საბედნიეროდ, ამერიკა არ არის მხოლოდ ვიქტორია ნულანდი და სამანტა ფაუერი… ვიმედოვნოთ, რომ ის “მეორე” ამერიკა გაიმარჯვებს საბოლოოდ და პარტნიორებთან ნორმალური ერთიერთობის ფორმებს დაუბრუნდება.“
კომენტარები