„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „იმედის“ ეთერში აცხადებს:
„გაზეთებიდან და ტელევიზიებიდან გაუგიათ ვიღაცებს, რომ თითქოს კორუფციაში იყო ჩართული რამდენიმე მოსამართლე და ამის გამო დააწესეს ე.წ. სანქციები 4 მოსამართლის მიმართ. შემდეგ უკან დაიხიეს, მოგეხსენებათ, და თქვეს, რომ ეს არ არის სანქციები, ეს არის სავიზო შეზღუდვა. ანუ, თურმე, გაზეთებში და რაღაც ტელევიზიებში… თურმე, “მთავარზე” რომ რაღაცას უყურებ, ნოდარ მელაძეს რომ უყურებ და იქ რომელიღაცა გაზეთში, “ალიაში” რომ რაღაცას წაიკითხავ, თურმე ეს არის საკმარისი საფუძველი, რომ მოსამართლე დაასანქცირო. ზოგადად, მოსამართლის მიმართ მოქმედებს ყველაზე მაღალი ხარისხით დამოუკიდებლობის სტანდარტი და შესაბამისად, დისციპლინური წარმოების სანქცირების სტანდარტი“
კომენტარები