ფოტო – უკრაინული მედია
ნატოს გენერალური მდივანი კიევში დღეს მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. იენს სტოლტენბერგმა კიევის ცენტრში, მემორიალთან პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.
სტოლტენბერგს მხოლოდ დაცვას და უკრაინელი სამხედროების საპატიო გვარდია ახლდა.
ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს გამართავს, თუმცა, ვიზიტის დეტალური გეგმა ჯერ უცნობია.
.
კომენტარები