ჟურნალისტი, ნენე დალაქიშვილი:
“უკვე რამდენიმე დღეა, მემორი “აზოვსტალის” ვიდეოებს მიგდებს.
არავის გვეძინა, არ ვიცოდით, მოვლენები როგორ განვითარდებოდა.
არ ვიცოდით, რა ბედი ეწეოდათ “აზოვსტალში” შეფარებულ ქალებს და ბავშვებს.
“აზოვის” მცველების, მითოსიდან გადმოსული ბიჭების სიმამაცეს, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით.
ყველაფერი, რაც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს, ჩვენს თვალწინ ცოცხლდებოდა – გაუგონარი გმირობის, შეუპოვრობის, თავდადების მაგალითები.
არ ვიცი, რა ძალამ შეაძლებინათ, რა ძალამ გააძლებინათ, როგორ შეძლეს და არ გატყდნენ.
ისტორია დაწერეს ჩვენს თვალწინ.
ესენი ვინ ყოფილან.”
კომენტარები