ნაციონალური მოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი:
“ძალიან საინტერესო ვიზიტები გვქონდა დონეცკის და ზაპორიჟიის ოლქებში.
კოლეგებთან ერთად, მაქსიმალურად ვეცადეთ შევხვედროდით და გვესაუბრა რაც შეიძლება მეტ ჩვენს ვაჟკაც თანამემამულესთან, რომლებიც უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ფიზიკურად, ავტომატით ხელში იბრძვიან.
მთელი ეს მოგზაურობა ძირითადად საჭესთან ვიყავი, ამიტომ იმ ცნობილ BBC-ს ფილმთან დაკავშირებით ჩემი შთაბეჭდილება ცოტა მოგვიანებით მინდა მოგახსენოთ.
ალბათ არც დავწერდი, უკვე სადმე რომ მომესმინა, ან წამეკითხა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ამ რეპორტაჟს თან ახლავს.
ბევრი ითქვა, დათო კეზერაშვილის მიმართ მტკიცებულებების არ არსებობაზე (ფბ ფრენდობებს, თუ არ ჩავთვლით ), ეროვნებით რუს და ვერბოვკის ნაწილშიც იქვე ახლოს მყოფ ვინმე ალექსაზე, კონკრეტული პირების (მ.ბენიმინი) ქ.ოცნებასთან მჭიდრო კონტაქტებზე, გერმანელი გამომძიებლები რომ ჩამოვიდნენ და ანტიკორუფციულ მოძრაობასთან გაიარეს კონსულტაციები (და არა მარტო კონსულტაციები), ამაზეც ისაუბრა Vaso Urushadze.
ოღონდ…
ეს გამომძიებელი ჟურნალისტი ქალბატონი მეტი სიმძაფრისთვის ხმას კი ძალიან ოსტატურად წელავს და რეჟისურაც მაღალ დონეზეა შესრულებული, მაგრამ ქოცის მხრიდან მიმაგრებულ პოლიციასთან (ქართველებმა წავიკითხოთ სუსი ) ერთად რომ დაიარება თბილისის ქუჩებში საჩვენებელად მოწყობილ რეიდებზე, ეგ საქმე როგორ არის?
რა აუდიტორია და მაყურებელზეცაა გათვლილი ფილმის ჩვენება გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით საქართველოში ვინ შეიძლება დაკრიშოს და ამუშავოს ქოლ-ცენტრი?! ისიც ხომ ზუსტად ვიცით, სუსის პატრონაჟის ქვეშ რომ იმოგზაურებ რა ტიპის ინფორმაციებს დააგროვებ და შესაბამისად გაავრცელებ??
სწორედ ამიტომ:
არც ერთი სიტყვა ქ.ოცნების სქემებზე, ივანიშვილის გარემოცვაზე, უჩაზე, ფარცხალაძეზე, სუსზე, ქოცურ ქოლ-ცენტრებზე!
მათ გარეშე, მათი წილში ყოფნის გარეშე თბილისში რომ ვერაფერი უკანონო იმუშავებს ქ-ნმა ვაინგლასმა არ იცის, ან არ უნდა რომ იცოდეს, მაგრამ აბა ქართველ მე-10 კლასელს ჰკითხე, როგორ და ვისი მეთვალყურეობის ქვეშ ოპერირებს ქოლ-ცენტრები?
ხოდა ასეთი დეტალების უგულებელყოფის შემდეგ, მარტივი ხდება ჟურნალისტური ცხოვრებაც
ვინაიდან დ. კეზერაშვილი ქართველია, ეს ხალხი ფბ მეგობრებში ჰყავს (ოღონდ ბოლოს არც “ესენი” აღმოჩნდნენ მთლად ქოლ-ცენტრის ბოსები ), ამიტომ თბილისშიც დათოს უკანონო კომერციული ინტერესები უნდა იყოსო! მააშ.”
კომენტარები