ქართულმა ოცნებამ პარლამენტში რეგისტრაცია დღესაც არ გაიარა. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა. კვორუმისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის რეგისტრაცია.
“პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან, შესაბამისად, დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას”, – თქვა კობახიძემ.
ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 და 19 აპრილსაც მიმართეს.
კომენტარები