სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი:
“ეს თუ მართალია, ამ მამაოს წვერი უნდა გაპარსოს კაცმა, ანაფორა გახადოს და გააგდოს ტაძრიდან 👇
გამარჯობა, ბატონო მიშა. გწერთ დიღმის მასივიდან, ბოდიშს გიხდით, რომ გაწუხებთ, უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ და ყველა შანსს ვეპოტინები. მე ვცხოვრობ დიღმის მასივში კინოსტუდიასთან. კინოსტუდიის ტერიტორიაზე ეკლესიაა, სადაც ორი პატარა ცუგა ცხოვრობს. თავიდან ერთი იყო, რომელიც უკვე ორი წელია მანდ არის, მეორე მოგვიანებით შემოუერთდა. მამაო ცხოველების დიდი მოყვარული არ არის და გამიკვირდა კიდეც ცუგას რომ უვლიდა. ამ ახალ წელს შემთხვევით გავიარე ეკლესიაში და ცუგები ისეთი მშივრები იყვნენ, ლამის ხელი მომაჭამეს. იმის მერე ყოველ დილით მივდივარ და საკვები მიმაქვს მათთვის. როგორც მივხვდი, მამაო დიდად არ იკლავდა თავს მათი მოვლით. ახლა მთავარი, რამაც შემძრა, მამაო აპირებს 112-ის გამოძახებას და ცუგების გატანებას. მიზეზი ის არის, რომ თურმე ხალხს უყეფენ და ერთ ქალს უკბინეს კიდეცო. რა ვიცი, შეიძლება მართლაც ასე მოხდა, მამაოსიც მესმის, მაგრამ სხვა უბანში ვინ მიხედავს ამათ, პატარა ტანის ცუგები არიან და ვერ გადაირჩენენ თავს. ამიტომ ვიფიქრე, შემთხვევით ხომ არ შეგიძლიათ თქვენ წაიყვანოთ ცუგები. ჩემს გარდა ალბათ რამდენი ადამიანი გაწუხებთ და არც არაფრის იმედი მაქვს, უბრალოდ ხავსს ვეპოტინები. მე ვიცი, თქვენ რამდენს აკეთებთ ცხოველებისთვის და მადლობა თქვენ ამისთვის. უარსაც მშვიდად მივიღებ და კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. ერთადერთი ვარიანტია, მონიტორინგს ვთხოვ, ჩემს ეზოში ჩამოსვან და მე მივიკედლებ ოფიციალურად, ვერ გავუშვებ სხვა უბანში. მე ისედაც 4 ძაღლი მყავს კორპუსის ეზოში მიკედლებული და არ ვიცი, ესენი რამდენად გაჩერდებიან აქ. უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. ან იქნებ გაიკითხოთ, თუ ვინმეს აქვს კერძო სახლი ეზოთი, კარგი დარაჯები იქნებიან. საკვებით ყოველთვის დავეხმარები. აი, ეს ბაცაცუნები, წუნა და წრუწუნა დავარქვი 🙂”
კომენტარები