სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი:
“ქართული ოცნების” როგორც ორგანიზაციის დაარსება მახსოვს ძალიან კარგად)
ბევრნი, ვინც ვიყავით ფოლარმონიაში ამ ორგანიზაციის დაარსების ორგანიზატორები, არ ვართ პარტიის რიგებში, ბევრი წავიდა პარტიიდან.((
მახსოვს მაშინ რადიოებზე, მაიკებზე, გამანაწილებლებში და დაცვაშიც კი ახალგაზრდები ვიყავით))
სად გაქრა ეს ახალგაზრდობა?
არ იმუშავეს ამ ბავშვების შენარჩუნებაზე!
ბევრი, პარტიის დაარსების შემდეგ, ახალგაზრდულში არც შევედით!
ეს იმიტომ რომ შიდა განხეთქილება იყო სულ პირველობაზე, მე კი არ მინდოდა ჩემივე მეგობრებთან ან კონფლიქტი, ან მხარის არჩევა))
ეს დღე იყო ჩემთვის, ერთგვარი საკუთარი თავის და ორგანიზატორული ნიჭის გამოცდა, რადგან ყველაზე მეტი ბავშვი მებარა და მემგონი ასე თუ ისე გავართვი თავი)
მახსოვს რამდენი ადამიანი ცდილობდა ფილარმონიაში შემოსვლას, უწყვეტი რიგები, გასასვლელიც კი ჩაკეტილი იყო და ჩემი ბეიჯით შემომყავდა აწ უკვე შემდეგ პარლამენტის მაჟორიტარები)))
მახსოვს, გათენებული ღამეები.
მახსოვს, ამ დღის მერე, ორი ღამე გადაბმულად როგორ მეძინა დაღლილს.
რისთვის?) იმისთვის რომ შეცვლილიყო რეალობა!
რისთვის? იმისთვის რომ ნაცები გამქრალიყვნენ, როგორც პოლიტიკური მოთამაშეები არენიდან!
მჯეროდა!
სამწუხაროდ დღესაც ვებრძვით ნაცებს და ერთადერთი უბედურება ისაა, რომ მაშინ მქონდა იმედი ცვლილებების დღეს ეს იმედი ოცნებად მექცა(
რა თქმა უნდა, ჩემთვის მოცემული პირობა აასრულა ბიძინა ივანიშვილმა და ამინისტიის შესახებ კანონით გარეთ გამოვიდნენ ადამიანები, რომლებზეც მასთან პირველი შეხვედრის დროს მქონდა საუბარი!
ჩემთვის ბრძოლა არ დაწყებულა “ქართული ოცნებით”, ჩემთვის ბრძოლა დაიწყო ბევრად ადრე და დღემდე გრძელდება!
ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის, ბრძოლა ჩემი ქვეყნის ღირსების დაბრუნებისთვის!
არა საკუთარი კეთილდღეობისთვის და არა პარტიული რეგალიისთვის!
ბევრნი ვართ ასეთები? კი მადლობა უფალს, ბევრნი ვართ!
სხვა გრძნობაა როდესაც ადამიანი დარბევის დროს გყავდა გვერდით, როდესაც გასაქცევიც კი ჩაკეტილი ჰქონდა დაქირავებულ სპეცრაზმს, ასეთი ადამიანები ვდგავართ ისევ ერთად და ასეთებს გვესმის, ის გულის ტკივილი, რასაც დღეს უსამართლობის განცდა ჰქვია!!!”
კომენტარები