უფლებადამცველი, თამარ იარაჯული:
რას ლაპარაკობთ?
ანუ ევროპის მაგალითებს მაშინ განვიხილავთ როცა ვოზორიტიდს ვითხოვთ?
პირველ რიგში არის ასეთი რამოდენიმე ქვეყანა!
მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი,
ევროპასავით ხედავს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვა შშმ პირებს?
რატომ გაიქცა ბოლო რამოდენიმე წელია შშმ ბავშვების ოჯახები ევროპაში იცით!
ადამიანის უფლება დაცული!
მაღალი პენსია!
სოციალური მოდელი რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს ყველა ადამიანს!
საუკეთესო ჯანდაცვა !
საუკეთესო კერძო დაზღვევა!
და ბევრი რამ!
ჩვენ ქვეყანას აი ამ წუთად დეპაკინის დეფიცი აქვს,
პენსია კაპიკებია,
ჯანდაცვა ყველაზე დაბალი დონის გვაქვს რა მაგალითებს და არგუმენტებს ითხოვთ?
მაშინ ყველა მიმართებაში გააევროპეთ და მერე ვოზორიტიტის ყიდვასაც შეძლებენ მშობლები!
ეს არაფრის მომცემი და უფრო გამაღიზიანებელი მიზეზი აღარ ახსენოთ თორემ ყველა მოთხვნა იქნება დაყენებული დღის წესრიგში.”
შეგახსენებთ, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მედიკამენტის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას. აღნიშნა, რომ მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები, ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ.
კომენტარები