არქის გუნდის წევრები სააღდგომოდ არქის ყველა საცხოვრებელ კომპლექსს პირადად ესტუმრნენ, დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები დაურიგეს.
„არქის დიდი ოჯახი უკვე 30 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სწორედ მათზე ზრუნვაა. ჩვენ უკვე ტრადიციად ვაქციეთ ყველა დღესასწაულის არქელებთან ერთად აღნიშვნა, მათთან პირადად სტუმრობა და სიმბოლური საჩუქრების დარიგება. თითოეულ არქელს მადლობას ვუხდით არქის არჩევისთვის და ნდობის გამოცხადებისთვის”, – აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
აღსანიშნავია, რომ არქი გამოირჩევა თავის მაცხოვრებლებზე ზრუნვით: სპეციალურად არქელებისთვის ხშირად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს, გასართობ აქტივობებს და არასდროს ავიწყდება არც ერთი დღესასწაულის მილოცვა.
„არქელებთან სტუმრობა ჩვენთვის მართლაც გამორჩეული ტრადიციაა, რომელსაც უკვე არაერთი წელია ვინარჩუნებთ. ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ იმაზე, რომ უფრო ამაღლებული და პოზიტიური განწყობა შევუქმნათ ჩვენი დიდი ოჯახის წევრებს.“_აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
კომენტარები