ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სახუმარო პოსტს აქვეყნებს:
,,სულ წარმომიდგენია ასეთი სცენა. მოვკვდი. ხალხი წუხს. ზოგი. მოდის ჩემი მეგობარი გოგა ჩანადირი. ისიც წუხს. ხელში უჭირავს ყვავილების კონა. ყვავილებზე გადაჭიმულია დიდი შავი ლენტი და აწერია: ,,შეცდომაა – ვენოკი. სწორია – თაიგული”.
კომენტარები