ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,#რასიზამდაკარგიხელისუფლება
როგორ მოიქცეოდა დემოკრატიული, ანგარიშვალდებული, კანონმორჩილი, ანუ კარგი ხელისუფლება აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტთან დაკავშირებით:
1. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი (რომელიც, გვყავს თუ არა ზუსტად აღარ ვიცი, იმედია არსებობს) ჩაატარებდა საჯარო სხდომას;
2. მოუსმენდა მშობლებს, დაიბარებდა ჯანდაცვის მინისტრს და მოისმენდა დარგის ექსპერტების აზრს;
3. განხილვის საფუძველზე, ბავშვების და მშობლების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მოძებინდა ყველაზე ოპტიმალურ გამოსავალს და გასცემდა რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა ამ ვითარებაში;
4. მთავრობა შეასრულებდა ამ რეკომენდაცეიბს;
5. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ პარლამნეტი გადაამოწმებდა, რომ ბავშვების და მშობლების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობამ მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედა.”
კომენტარები