ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს:
„ირაკლი ღარიბაშვილმა, ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 ბავშვს სრულად დავუფინანსებთ მკურნალობასო.
თავისთავად ძალიან კარგია, რომ იმ სამას ბავშვს დაეხმარებიან. უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება ღარიბაშვილმა მიიღო აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების დედების ჯინაზე. წარმოგიდგენიათ, ვის ხელშია ქვეყანა ? აი, თქვენს ჯინაზე სხვა სამას ბავშვს დავუფინანსებთ მკურნალობასო.
ეს მშობლები უნდა რომ გადაკიდოს ახლა ერთმანეთს.
უმბერტო ეკო თავის ცნობილ ესეში ახსენებს “უმანკო ფაშიზმს”, რომელიც ჩვენ გარშემოა და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ხანდახან სამოქალაქო ფორმაც აცვია.
დღევანდელი გადაწყვეტილება არის ირაკლი ღარიბაშვილის “უმანკო ფაშიზმი”.
კომენტარები