პოლიტიკოსი, სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია:
„მოკლედ, ვინც ივანიშვილისგან დავალებულები ხართ, ვისთვისაც ივანიშვილს ოდესმე ხელი გაუმართავს, ქოცნახირის ლოგიკით, ხმა არ უნდა ამოიღოთ ან თუ ამოიღებთ, ივანიშვილზე მხოლოდ კარგი უნდა ილაპარაკოთ, თორემ ,,გლობალური ომის პარტიის აგენტის” ტიტული გარანტირებული გაქვთ…
ერთი სიტყვით, ირაკლი კობახიძის ,,ლოკალური მშვიდობის პარტიასა” და ბაიდენ-ზელენსკის ,,გლობალური ომის პარტიებს” შორის დაპირისპირება ,,ხალხის ძალის ბრიფინგებზე ,,სახიფათო” ნიშნულს უახლოვდება…
P.S. ახლა კი, მინდა, ,,მსოფლიოს პოლიტიკური შულერები მართავენ, უმჯობესია ჩვენს სამშობლოს მივხედოთ” – ხალხს ერთი იდეა შევთავაზო!
მეგობრებო!
ეს ,,ქართული ოცნების” ლიდერები, ყველანი ევროპაში რომ წაბრძანებულან და თქვენი თქმისა არ იყოს, ამ პოლიტიკურ ,,შულერებს” თავგამოდებით რომ უმტკიცებენ, ,,წლის ბოლოსთვის თქვენი ყველა რეკომენდაცია შესრულებული გვექნება და ჯერი თქვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნებაო”…
თქვენ გეკითხებით, ქართული ოცნების მხარდამჭერებო, შეიძლება, ,,პოლიტიკურ შულერებს” ვინმე ენდოს?!
ამიტომ გთავაზობთ:
,,ქართულმა ოცნებამ, თავად შესთავაზოს ევროკავშირს და ნატოს აწ უკვე ,,ქართული ოცნების” მომხრეების მიერ ,,შულერებისთვის” წარდგენილი მოთხოვნებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალი და მხოლოდ მათი შესრულების შემდეგ მოხდეს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება!!!
ხომ გაგიგონიათ:
,,ყველაზე კარგი თავდაცვა თავდასხმაზე გადასვლააო”…
ხოო და…
ვფიქრობ, რეკომენდაციების ჩამონათვალის შედგენა თქვენთვის არ იქნება რთული და შეუძლებელი…“
კომენტარები