ცნობილი და წარმატებული მეან–გინეკოლოგი ზურაბ დარახველიძე იმ ერთეულ ექიმთა რიცხვშია, ვისაც პაციენტები ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებენ. თითქმის შეუძლებელია, შეუმჩნეველი დაგრჩეს მისი განსაკუთრებული მიდგომა, პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული. რას მიიჩნევს თავის წარმატების საიდუმლოდ, როგორ ახერხებს იყოს ერთდროულად მეგობარიც და ექიმიც, ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ ბატონი ზურაბი თავად გვესაუბრა.
– გულისხმიერი, საოცარი პროფესიონალიზმით გამორჩეული და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული – ასე გახასიათებენ პაციენტებიბატონო ზურაბ, რას ნიშნავს ეს შეფასება თქვენთვის?
ზურაბ დარახველიძე: მე მთელ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას პაციენტებთან ურთიერთობაში ვდებ. ჩემგან გასული პაციენტი იმედიანად უნდა იყოს, ისუნდა გრძნობდეს, რომ ექიმი მისი კარგად ყოფნისთვის არაფერს დაიშურებს. როდესაც პაციენტს გარკვეული შიშის და გარკვეული ორჭოფობის მომენტი აქვს, ვეუბნები, რომ მე ვარ მისი ექიმი და ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ. მაგრამ ჩემთვის პაციენტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მან ზუსტად უნდა შეასრულოს ექიმის მითითებები, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ რთული სიტუაციებიდან წარმატებით გამოსვლა. მე დიდ ყურადღებას ვანიჭებ ექიმების უწყვეტი განათლების საკითხს, ჩვენი პროფესია საკუთარ თავზე ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვს, მნიშვნელოვანია არ ჩამოვრჩეთ მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე მოვლენებს და მუდმივად ვადევნოთ თვალი სიახლეებს. ექიმს უნდა შეეძლოს პაციენტის ყველა კითხვისთვის ამომწურავი პასუხის გაცემა.
– მშობიარე ქალბატონებს უჭირთ ემოციების გაკონტროლება და ზოგჯერ ძალიან რთულად გამოხატავენ ამას, ეს ემოციები რა გავლენას ახდენს თქვენზე?
– თითოეული პაციენტი განსხვავებული ემოციური განწყობისა და ფსიქოლოგიური ფონისაა, ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ექიმი გარკვეულწილად ფსიქოლოგიც უნდა იყოს, მან უნდა განსაზღვროს თითოეულ პაციენტთან რა მიდგომაა საჭირო.
– ხშირად ექიმები თავს არიდებენ საკეისრო კვეთის ჩატარებას, პაციენტის მდგომარეობისთვის რა განსხვავებაა საკეისრო კვეთასა და ბუნებრივ მშობიარობას შორის?
– ფიზიოლოგიური სამშობიარო მოქმედება თავისი შემდგომი შედეგებით ყოველთვის უკეთესი გამოსავალია, ვიდრე საკეისრო კვეთა. საკეისრო კვეთას აქვს მთელი რიგი სამედიცინო ჩვენებები. თუმცა, არის შემთხვევები როდესაც პაციენტს არ აქვს სამედიცინო ჩვენება საკეისრო კვეთისთვის, მაგრამ ის ითხოვს ამას. ჩვენ არ გვაქვს უფლება, მას უარი ვუთხრათ. შესაბამისი ახსნა–განმარტების შემდეგ ჩვენ ვალდებული ვართ, მისი ეს სურვილი დავაკმაყოფილოთ.
– რა უპირატესობა აქვს საკეისრო კვეთის ფრანგულ მეთოდს, რასაც თქვენ დიდი ხანია, ფლობთ?
– ფრანგული მეთოდით ოპერაციის ჩატარებას აქვს თავისი დადებითი მხარე, მისი წარმატებულად წარმოება, გამორიცხავს მუცლის ღრუში შესვლას და ჩარევას, ამდენად ოპერაციის შემდეგი პერიოდი გარკვეული პერიოდით უფრო მეტადაა დაცული მთელი რიგი გართულებებისგან. ეს მეთოდი ჩვენს კლინიკაში წარმატებითაა დანერგილი.
– რამდენად მნიშვნელოვანია გუნდი, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა?
– მეანობა გუნდური პრინციპის სამუშაოა, ბევრი სხვა ქირურგიული გეგმური ოპერაციებისგან განსხვავებით, აქ დრო ბევრად მეტად ფასობს, აქ საქმე ეხება ორ სიცოცხლეს, წამებში შეიძლება, დავდგეთ დიდი საშიშროების წინაშე, ამიტომ მნიშვნელოვანია გუნდის მომზადება.
– 39 წელია, ჩაჩავას კლინიკის გუნდის წევრი ხართ. ამ წლების განმავლობაში, ალბათ, ბევრი საინტერესო შემოთავაზება გექნებოდათ სხვა კლინიკებიდან. რას ნიშნავს თქვენთვის ეს სამედიცინო ცენტრი?
– მე გავიზარდე და ექიმად ჩამოვყალიბდი საოცარი პროფესიონალების გარემოცვაში, რომლებიც სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველგან წამყვანი პროფესიონალები იქნებიან. ამ კლინიკას ძალიან დიდი და მდიდარი ისტორია და ტრადიციები აქვს. კლინიკის სწორი მენეჯმენტი ელგუჯა გოცირიძემ წარმართა. მას აქვს საოცარ აღლო და შესრულების უნარი. ბევრი შემოთავაზებები ყოფილა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს კლინიკა, სადაც მე ფეხი ავიდგი, საუკეთესო პირობებს მიქმნის იმისთვის, რომ ვაკეთო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ამ კლინიკის კედლებში ჩემი წვლილი შემაქვს მომავალი ექიმების დაფრთიანებაში და ეს ძალიან მეამაყება.
– დაახლოებით, რამდენი სიცოცხლის დაბადებაში შეგიტანიათ თქვენი დიდი წვლილი ამ წლების განმავლობაში და რა გაძლებთ ამხელა ძალას?
– 20 ათზე მეტი მშობიარობა მაქვს მიღებული, აქედან 5 000 ოპერაცია. ყველა ოპერაციის წინ ჩემი ორგანიზმი განიცდის მობილიზებას, მე არ მაქვს შეცდომის უფლება, ადამიანი კეთილ საქმეში უფლის შეწევნით იმარჯვებს, ამის ღრმად მჯერა.
– თქვენს პროფესიას მიაქვს თქვენი დროისა და ენერგიის უდიდესი ნაწილი, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ოჯახის მხარდაჭერა, გაგავაცანით თქვენი ოჯახი
– ჩემი ოჯახი ჩემი ცხოვრების წესს გაგებით ეკიდებადა მე ვამაყობ მათი –ჩემი მეუღლით და ჩემი შვილებით. მეუღლე – ქეთევან შანიძე, ამავე კლინიკის მეან–გინეკოლოგია. ისიც საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობს და ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი ჰყავს. ქალიშვილი – ლიკა დარახველიძე და სიძე გიორგი მექვაბიშვილი თვალის ქირურგები გახლავან. მათგან გვყავს ორი უსაყვარლესი შვილიშვილი – ირაკლი და ნუცა. რაც შეეხება ჩემს ვაჟს – ბექა დარახველიძეს, მან პირდაპირ მითხრა, რომ არ უნდოდა ჩემი ცხოვრების წესით ცხოვრება, ჯერ მხოლოდ 27 წლისაა და ძალიან ჭკვიანი ბიზნესმენეჯერია. ისინი წარმატებულპ როფესიონალობამდე, უპირველესად, პატიოსნები არიან. მათ უყვართ ადამიანები, იციან რომ ყველა მათგანი დიდ პატივისცემას იმსახურებს. ისინიც აფასებენ ჩვენს ოჯახს და მე ამით ამაყი ვარ.
– თქვენი ცხოვრების დევიზია პროფესიონალიზმი და პატიოსნება…
– თუ ადამიანი თავისი ცხოვრების წესით პატიოსანიდა ღვთის მოყვარული არ არის, ის ვერ იქნება პროფესიონალი. თვითონ უნდა დაიწვა რომ სხვას გაუნათო.
კომენტარები