გერმანულმა და ბრიტანულმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში სამი რუსული თვითმფრინავი დააკავეს.
“ორი Su-27-ის ტიპის და ერთი Il-20-ის სამხედრო თვითმფრინავი”. – წერია გერმანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
2004 წლიდან ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეს სამხედრო ალიანსი იცავს.
აპრილის დასაწყისში, 8-თვიანი საჰაერო სამეთვალყურეო მისიის შემდეგ, გერმანიამ მეთაურობა დიდ ბრიტანეთს გადასცა, გერმანიის საჰაერო ძალები ბალტიის საჰაერო სივრცის დაცვას თვის ბოლომდე გააგრძელებენ.
კომენტარები