ბრიუს უილისსა და დემი მურს პირველი შვილიშვილი შეეძინათ. მათმა უფროსმა შვილმა, რუმერ უილისმა ქალიშვილი გააჩინა.
ახალშობილის მამა დერეკ რიჩარდი ტომასია, ბავშვის სრული სახელი კი ლუეტა აილი ტომას უილისია.
“ლუეტა აილი ტომას უილის, შენ ჭეშმარიტი ჯადოქრობა ხარ. იმაზე მეტი ხარ ვიდრე ვოცნებობდი”. – წერს რუმერ უილისი.
უილისს და მურს საერთო ქორწინებიდან ჰყავთ სამი შვილი. 2000 წელს უილისი და მური ოფიციალურად განქორწინდნენ. მსახიობები დღემდე ახლო მეგობრები არიან.
კომენტარები