ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
ქრესტომათიული ვიდეოა.
2022 წლის 24 თებერვალი, ხარკივის მისადგომები, შეჭრიდან პირველი საათები.
არ დაგეზაროთ, უყურეთ და მიხვდებით, რატომ არიან რუსები იდიოტები და როგორ გადარჩა უკრაინა ამ იდიოტიზმის წყალობით უფრო დიდ ნგრევასა და მსხვერპლს.
ტიპები ისე დაკატაობენ, თავი ეტყობა ისევ წვრთნებზე, ბელარუსის პოლიგონებზე ჰგონიათ.
მოწინააღმდეგის დაუფასებლობა: ასიათასობით “ატო” გავლილი სამხედროსა და ათიათასობით ჯავშანტექნიკის მქონე ქვეყნისგან იმის მოლოდინი, რომ ტყვიის გაუსროლელად დაგნებდება.
ამხელა ოპერაციის დაწყება ისე, რომ პირადი შემადგენლობა ფსიქოლოგიურად სრულად მოუმზადებელია და მოწინააღმდეგის შესაძლებლობებზე წარმოდგენა არ აქვს.
შედეგად, კოლონებად მოსეირნე დანაყოფების პირველი დაბომბვები, რომლებიც ტირში დაყენებული სამიზნესავითაა არტილერიისთვის. პირველი შოკი რუს სამხედროებში, რომლებიც ნულოვან წინააღმდეგობას ელოდნენ.
არადა, ელვისებური შეტევის მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ მოწინააღმდეგეს პირველი შოკიდან გამოსვლის საშუალება არ მისცე და ამ დროს რუსულ დანაყოფებს იქეთ დაუდგათ შოკური მდგომარეობა, როცა მათთვის სრულიად მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდნენ.
როსგვარდიის კოლონას, ვიდეოს გადაღებიდან რამდენიმე საათში აი ეს ბედი ეწია:
კომენტარები