,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
“ბნელა მთვარიან ღამეში?
წლების წინ პარლამენტში, ჩემი ერთ–ერთი კანონპროექტის განხილვისას, ჩემმა მეგობარმა ოცნების დეპუტატებს გადახედა და მითხრა, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე, როცა საქმეს დასჭირდება ესენი შენზე მეტი ტრადიციონალისტები გახდებიანო… ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ:)
გუშინ ტელევიზიით ერთი ყოფილი დეპუტატი გამოსულა და უთქვამს: ლიბერალური დღის წესრიგი უნდა შეიცვალოსო, დემოგრაფიაო, განათლებაო, ხალხის ძალაუფლებაო…
ეს პატივცემული, 2 მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ 2012 წლიდან 2020 წლამდე, ანუ 8 წელი იყო პარლამენტში და ყველა ლიბერალურ კანონმდებლობას მხარი დაუჭირა, ანტიდისკრიმინაციული კანონით დაწყებული, იუვენალური იუსტიციით დამთავრებული, ნინო ლომჯარიას არჩევასა და გენდერულ საკითხებზე არაფერს ვამბობ. მაშინ არც დემოგრაფია გახსენებია და არც განათლება, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობასთან ბრძოლა იყო მისი ძირითადი საქმიანობა… არც კოვ,იდ ტერორის დროს მახსოვს მისი მხრიდან ხალხის ინტერესების დაცვა…
არა, ადამიანების ტრანსფორმაციის მჯერა და ყველას აქვს უფლება სავლედან პავლედ გადაქცევის, ოღონდ მანამდე წარსული შეცდომების აღიარება და შენდობის თხოვნაა საჭირო, სხვა შემთხვევაში ეს ტრანსფორმაცია ვერ იქნება… ეს დეპუტატი გამონაკლისი არ არის, უფრო მაგალითია დღევანდელი ვითომ ხალხის გულშემატკივარი პოლიტიკოსებისა, რომლებიც მუდამ მზად არიან პოლიტ–სპექტაკლებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე სამწუხაროა, რომ ბევრს მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდა და ეს პოლიტ–სპექტაკლებიც მოსწონს, ამასობაში კი ამ გაღატაკებულ ქვეყანაში ცხოვრება აღარავის უნდა და ასე თამაშ–თამაშში მალე საქართველოში ქართველი უმცირესობაში იქნება…”
კომენტარები