სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გაირკვა, რომ საქართველოს ციხეებში არაფორმალური მმართველობის შემთხვევები გახშირდა.
“ანგარიშის მიხედვით, ციხეებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც კრიმინალური სიბკულტურების არსებობაში ვლინდება, რომელიც პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის, ჩაგვრისა და ძალადობის მიზეზი ხშირად ხდება. დაწესებულებებში ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობა სხვადასხვა გამოვლინებით გვხვდება და არსებობს საბჭოთა დროიდან, თუმცა იგი დღესაც, სამწუხაროდ, აქტიურად გამოიყენება პენიტენციურ დაწესებულებებში და გულისხმობს ე.წ. მაყურებლების მიერ წესრიგის შენარჩუნებას”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
კომენტარები