სტუდენტები ხვალ, 29 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციას მსველობით შეუერთდებიან. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან 14:00 საათზე შეიკრიბებიან.
“ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, წამალი უნდა მიეცეთ ბავშვებს”, – წერენ აქციის ორგანიზატორები.
ცნობისთვის, კვირაზე მეტია მშობლები მორიგეობით მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათენებენ. ისინი მანამდე არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ ქვეყანაში მედიკამენტ “ვოზორიდიტის” შემოტანა და დაფინანსება არ დაიწყება.
შაბათს, 29 აპრილს, 15:00 საათზე კანცელარიასთან მორიგი აქცია გაიმართება სახელწოდებით – “წამალი ბავშვებს!”
კომენტარები