ნინო გვენეტაძე ტვ პირველთან ადასტურებს ინფორმაციას ე.წ. აგენტ ქალზე, რომელიც კლანმა მის გასანეიტრალებლად გამოიყენა.
საუბარია, თიკა ბეჟაშვილზე, რომელმაც ნინო გვენეტაძეს სასამართლოში უჩივლა, რასაც საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა შეეწირა.
“შაბათის ეთერთან” კაცი, რომელიც დიდი ფულის სანაცვლოდ მოსყიდული ქალის ამბავს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა, მიშა ოსიტაშვილი ამბობს, რომ ბეჟაშვილმა დიდი ფული აიღო და გვენეტაძის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაში სუს-ის მოკავშირე გახდა.
მედიის ცნობით, ოსიტაშივლისა და ბეჟაშვილის მიმოწერაში, ნინო გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე, მეგობარს პირდაპირ წერს, რომ მას გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, შესაბამისი სამსახურებიდან ჰქონდა აკრძალული.
ოსიტაშვილის თქმით, თიკა ბეჟაშვილი სუსს დათანხმდა, რომ დიდი ფულის სანაცვლოდ მის ყოფილ უფროსს ნინო გვენეტაძეს უჩივლებდა. გარიგების გაფორმებიდან მალევე, ნინო გვენეტაძის წინააღმდეგ ბეჟაშვილმა სარჩელი პროკურატურაში შეიტანა. ქალმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ გვენეტაძე მის მეგობარ მოსამართლეობის გამოცდების ჩაწყობაში ეხმარებოდა. .
მედიის ინფორმაციით. გვენეტაძე ივანიშვილს შეხვდა, ივანიშვილმა უთხრა, რომ სუსი საქმეში ჩართო და ქალი, რომელიც მას უჩიოდა, ერთადერთ შემთხვევაში გაჩუმდებოდა, თუ ის გადადგებოდა. გვენეტაძემ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და გადადგა.
საჯარო რეესტრის მიხედვით, თიკა ბეჟაშვილმა ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ შეიძინა მიწა საგურამოში, სადაც ვილა აიშენა, იყიდა აპარტამენტი ბაკურიანში და ბოლო მოდელის “ტოიოტა”.
მედიის ცნობით, ფულის გარდა, ბეჟაშვილმა მიიღო სამსახური ბიძინა ივანიშვილის დედიაშვილის, უჩა მამაცაშვილის კომპანიაში. მისმა ვაჟმა კი თანამდებობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
“შაბათის ეთერთან” ნინო გვენეტაძე ამბობს: :
“მოვწყდი ამ პროცესებს, ცოტა ადამიანის სახე მივიღე, აღვიდგინე ჯანმრთელობა, დავდივარ ჩემთვის, ვაკეთებ ჩემს საქმეს. ამ გადმოსახედიდან ეს ყველაფერი დამთავრდა. გამიგე რა! “.
კითხვაზე, ასე ცუდად სისტემამ გაგხადათ? გვენეტაძე ამბობს, “დავიღალე კი”.
არ მაინტერესებს, (ბეჟაშვილს რომ სუს-ი “მერიოტში” შეხვდა-ჟურნალიეტი), ვიცი, კი, რაღაცას ვხვდები, მე ხომ ვიცი, რომ ყველასთან მართალი ვარ – ამბობს ის.
არ მაინტერესებს (თინათინ ბეჟაშვილის უეცარი გამდიდრება). ვიღაცას ხომ მონახავდნენ, ვისაც დამიპირისპირებდნენ?! – ამბობს გვენეტაძე
კომენტარები