ტვ პირველის ინფორმაციით, დავით-გარეჯის კლდეებმა შლა დაიწყო – ბზარები და ნაპრალები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ყოველდღიურად ემატება. კლდოვანი მასის ჩამოშლის პროცესი დაახლოებით ისე მიმდინარეობს, როგორც ვარძიაში დაიწყო.
ქვიშა – ქვით ნაშენებ გარეჯის კომპლექსს წვიმა და ნალექი აზიანებს. გამოქვაბულებში წყალი დგება. უძველესი მონასტერი განსაკუთრებით ზამთარში ზიანდება როცა ნაპრალებში ჩასული წყალი იყინება და ბზარები გაფართოებას იწყებს.
სავალალო მდგომარეობის მიუხედავად ბერ- მონაზვნები ამბობენ, რომ აქ სპეციალისტები დიდი ხანია არ გამოჩენილან. ირკვევა, რომ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 5 წლის წინ იცოდა ეს ამბავი…
სწორედ 5 წლის წინ წინ სურდათ უცხოელ სპეციალისტებს დაწყებულიყო კომპლექსის კონსერვაცია, რადგან ქანების დაშლის პროცესი დაწყებული იყო და ეს შეუქცევად სახეს მიიღებდა.
კომენტარები