სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი:
“მცხეთაში ძაღლები მომიწამლეს
გიპოვი და ჩემი ხელი დაგსჯი !
არავინ და არაფერი არ გიშველის !!!
ჩემი ბრალია.
ვერ შევძელი მათი დაცვა…ახლაც დაუცველები არიან, რადგან სახლის ეზოს ტერიტორი საკმაოდ დიდია და საწამლავი ( დიდი ალბათობით ვირთხის) ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს შემოყრილი ან გადმოყრილი.
ნაწვიმარია და შეუძლებელია ამხელა ტერიტორიაზე რამის პოვნა…
სამწუხაროდ მათი სხვა ტერიტორიაზე გადაყვანის შესაძლებლობა ამ წუთას არ მაქვს და რომც მქონდეს რომელს, როდის ან რა რაოდენობით აქვთ ნაჭამი არავინ იცის.
კვდებიან უცებ, კრუნჩხვით და წამებით…
ამის კონტროლი შეუძლებელია. მხოლოდ განგების იმედად ვარ…
ალბათ ცისარტყელაზე წასულები მაპატიებენ, არ ვიცი…მაგრამ მე ამის ჩამდენს არ ვაპატიებ !
სულ რომ სიხოცხლის და თავისუფლების აღკვეთის ფასად დამიჯდეს.”
კომენტარები