ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პაპუაშვილს 50 დეპუტატის ხელმოწერა გადასცა. “ლელოს” დეპუტატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, კენჭისყრის განზრახ ჩაგდება ქართული ოცნების მხრიდან უპრეცედენტო ადმინისტრაციული ძალადობაა:
“პარლამენტის თავმჯდომარევ, წარგიდგენთ პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერას. ანუ ხელმოწერით ვადასტურებთ ჩვენს ნებას და გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ შეიქმნას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო კომისია, რომლისთვისაც საჭიროა პარლამენტის 1/3-ის მხარდაჭერა და სხვა ადამიანები რა აზრზე ბრძანდებით, ეს არ აინტერესებს კონსტიტუციას. ამ ჩვენი ნების გამოვლენით, მოგმართავთ, გააგრძელოთ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცედურები და თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში და აუცილებლად შევხვდებით უკვე საგამოძიებო კომისიაში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ამ პარლამენტში თუ არა, შემდეგ პარლამენტი იმისთვის, რომ ყველაფერთან ერთად რაც ხდება მართლმსაჯულებაში, გამოძიებულ და სააშკარაოზე გამოტანილ იქნას, რაც მოხდა ამ დღეებში პარლამენტში. ” განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ოპოზიცია “ოცნებას” საკონსტიტუციოში უჩივის – დოკუმენტს ხელი სხდომათა დარბაზში მოაწერეს
კომენტარები