წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას, პირველი მოადგილე, ივანე ბურდული, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“ქართული ოცნების ,,საქმენი საგმირონი”.
ვიდეოში, ივანე ბურდული, ამბობს:
“Ზედა ლიაში, ჯვარი-მესტიის საავტომობილო მაგისტრალზე, დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შერჩეულმა კომპანიამ სანიაღვრე არხების გაწმენდა/ მოწესრიგება დაიწყო, მაგრამ სამუშაოები შუა გზაზე მიატოვეს.
Პერიოდულად სამუშაოების დაბალი ტემპით განახლება ხდება, რათა მოსახლეობას შეექმნას განცდა, რომ რაღაც კეთდება.
არასწორი დაგეგმარების შედეგად, რამდენიმე ათეული მეტრის მანძილზე დაზიანდა ინტერნეტის კაბელი, წყლის მილები, ასევე დაიტბორა ეზოები.
ამჟამად მოსახლეობას არ მიეწოდება წყალი და ინტერნეტი, დაზიანებულია გაზის მილებიც.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სახლების ეზოში ავტომანქანების შესვლა შეუძლებელია და მოსახლეობა იძულებულია, რომ გზის სავალ ნაწილზე გააჩერონ მანქანები.
წალენჯიხის მერიამ აღნიშნულის თაობაზე აცნობა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.”
კომენტარები