ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
ამ სამყაროში არის ერთი ოქროს წესი: თუ რაღაცას იწყებ, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო.
გინდა ყანის თოხნა იყოს, გინდა ფეხბურთის თამაში, გინდა პოლიტიკური პროცესი, გინდა აქციები და გინდა ჯოკერი.
შუა გზაზე მიტოვებული საქმე, თითქმის 100% შემთხვევაში, საწყის წერტილზე უარეს მდგომარეობაში გაბრუნებს.
მარტში დაწყებული საქმის ბოლომდე არმიყვანის გამო, შეშინებული ქოცების გადმოგდებული ძვლით რომ დავკმაყოფილდით, მაგას მოჰყვა მერე გრიგორიადისის დაკავება, “მონა ლიზას” ძახილის გამო ჩამორიგებული 2000 ლარიანი ჯარიმები და ახლა ახალი რუსული კანონის შემოგდება.
დედამიწის ზურგზე ნებისმიერი რეჟიმი, დროებით ზავს ყოველთვის იყენებს ძალების მოსაკრებად და ახალი შეტევისთვის მოსამზადებლად, სადაც წინა ბრძოლის შეცდომებს თითქმის ყოველთვის ითვალისწინებს.
ალტინფოს რუსული კანონი არის რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა, ბოლომდე გადატეხოს ამ ქვეყანაში ყველანაირი პროტესტი.
და ამ ახალ ბრძოლაში, ის იდეოლოგიურადაც უკეთესადაა მომზადებული და ფიზიკურადაც.
ჩვენ კი ალბათ უკანასკნელი შანსი გვაქვს, რეჟიმის დასრულებისთვის (საგარეო ფაქტორებმა მერე თავისით თუ არ ჩამოშალა ივანიშვილი). ამ კანონს თუ გაიტანენ, მერე მართლა სუფთა ფურცლისთვის გამოგვიწერენ ყველას 2000 ლარიან ჯარიმებს.
მოკლედ, რისი თქმა მინდა: თუ რამეს ვაპირებთ, საქმე ან ბოლომდე მივიყვანოთ ან ჯობს საერთოდ არ დავიწყოთ.
“პატარ-პატარა გამარჯვებები,” ასე რომ გვიხარია ხოლმე, სინამდვილეში რეჟიმის გამარჯვებები და ამოსუნთქვის საშუალებაა.”
კომენტარები