ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“ყოველდღიური 4 წამლის დასალევად შევდივარ სამზარეულოში!.. ვიღებ წამლებს, წყლით ვავსებ ჭიქას და, ბრახ და ხელი მეკვრება ინგას საყვარელ ჭიქაზე!.. ჭიქა ტყდება ისე, რომ მეორე ოთახამდე ხმა არ გადის!
ფეხაკრებით ვიპარები სამზარეულოდან… ფეხს ვდებ ხალიჩის პირს, ვბორძიკდები და ვეჯახები ვაზას, რომელიც კედელს ეხეთქება და იბზარება!.. ვდგები!
გავდივარ აივანზე! ვაბოლებ სიგარეტს და თუთუნში რაღაც ფეთქდება! ნამწვი პერანგზე გადადის და გასულ კვირას შეძენილი “ამოიდირკება” (უკაცრავად რუსულისათვის).
ამასობაში რაღაც მწერი გამოუფრენია ქარს… კისერზე მაჯდება და მკბენს!
ვბრუნდები სამზარეულოში და, თურმე, ბუნებრივი აირი ანუ, გაზი დამრჩენია ჩართული!.. სასწრაფოდ ვთიშავ!
გავდივარ სამზარეულოდან და ტელეფონზე მირეკავს ვიღაცა – შენო 50 ევრო გადმომირიცხე და ვიღაც ტაბლიაშვილი რომ მოკვდა განაში, იმის 4 მილიონ ს ჩემტა ჩემზე იყოსო!.. ვაგინებ!
ინგას ვეუბნები – მაღაზიიდან რაღაცას ამოვიტან-მეთქი და, გავდივარ თუ არა სადარბაზოდან, თავში მეცემა ქარისგან მოწყვეტილი სინკარი.
მაღაზიაში შევდივარ და მიყურებენ როგორც ჰოლიფილდს… თურმე, ყურიდან სისხლი მდის!
მაღაზიაში ვყიდულობ სიგარეტს, პურს და რძეს… ერთ პარკში შეფუთულს ყველაფერს მაღაზიაშივე ვტოვებ! დაბრუნებულს მეკითხება ინგა:
რა მოიტანე? პასუხამდე მეკითხება – ეს ჭიქა შენ გატეხე? მერე მაყრის … ვაზა?.. პერანგს რა სჭირს? და ყურიდან სისხლი რატომ გდის?..
×××
ეს ყველაფერი მოვიგონე!
რეალურად, უარესი მჭირს – ფეისბუქზე მამუკა კობახიხე ოხანაშვილს ვუსმენ!
დამლოცეთ!”
კომენტარები